ტრენინგის მეცხრე დღე
ვისაუბრეთ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად და როგორ გავუკეთო ჩემს კოლეგას კონსტრუქციული უკუკავშირი. წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.ამის შემდეგ შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები.გავაკეთეთ პრეზენტაცია, ელ-პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
გავიარეთ ტრენინგი „ინტელის ძირითადი კურსი“. ტრენინგის განმავლობაში გავეცანი სიახლეებს, შევიძინე ბევრი ახალი და საინტერესო უნარ-ჩვევა. აქამდეც ვმუშაობდი პროექტებზე, მაგრამ უფრო მარტივი ფორმით. ახლა კი მივხვდი,რომ საჭიროა უფრო სიღრმეებში წვდომა. მივიღე ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი, როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. როგორი საკვანძო კითხვები დავსვა იმისთვის, რომ მეტად დავაინტერესო ისინი.როგორ განუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
მე ვთვლი, რომ ამ ტრენინგის შემდეგ ზუსტად მეცოდინება თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი.კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა დამეხმარება, სწავლის პროცესის დროს მოსწავლეთა უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას, ტრენინგების საინტერესო წარმართვისთვის.