суббота, 16 апреля 2016 г.

ტრენინგის მეცხრე დღე


       ვისაუბრეთ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი ეფექტურად და როგორ გავუკეთო ჩემს კოლეგას კონსტრუქციული უკუკავშირი. წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.ამის შემდეგ შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.


       ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტები.გავაკეთეთ პრეზენტაცია, ელ-პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

       გავიარეთ ტრენინგი „ინტელის ძირითადი კურსი“. ტრენინგის განმავლობაში გავეცანი სიახლეებს, შევიძინე ბევრი ახალი და საინტერესო უნარ-ჩვევა. აქამდეც ვმუშაობდი პროექტებზე, მაგრამ უფრო მარტივი ფორმით. ახლა კი მივხვდი,რომ საჭიროა უფრო სიღრმეებში წვდომა. მივიღე ცოდნა იმის შესახებ თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი, როგორ ჩავრთო  ყველა მოსწავლე სწავლა-სწავლების პროცესში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით. როგორი საკვანძო კითხვები დავსვა იმისთვის, რომ მეტად დავაინტერესო ისინი.როგორ განუვითარო მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
        მე ვთვლი, რომ ამ ტრენინგის შემდეგ ზუსტად მეცოდინება თუ როგორ უნდა დავგეგმო პროექტი.კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა დამეხმარება, სწავლის პროცესის დროს მოსწავლეთა უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
         უღრმესი მადლობა ქალბატონ დიანას, ტრენინგების საინტერესო წარმართვისთვის.
ტრენინგის მერვე დღე


გავიარეთ მე-7 მოდული, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, განვიხილეთ გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.ასევე აღქმის სხვადასხვა სტილზე. მოვარგეთ ჩვენს გეგმას არსებული დიფერენცირებული სწავლების ერთ-ერთი ტიპი. ამის შემდეგ დავათვალიერეთ ფასილიტაციის რესურსები, მასალები და შევქმენით ჩვენი ფასილიტაციის ნიმუშები. ბოლოს გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს და გავაკეთეთ საბოლოო ჩასწორებები.საკმაოდ დატვირთული დღე იყო.



ტრენინიგის მეშვიდე დღე
დავათვალიერეთ ერთმანეთის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, ნამუშევრებზე გავაკეთეთ უკუკავშირი და ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისას.ასევე გავიარეთ მოდული 5 და 6-ის ნაწილი.ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა შეფასების პროცესში. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,დავათვალიერეთ შეფასების სქემები, ფორმები, ჩეკლისტები და მოვარგეთ ფორმები ჩვენს შეფასების სქემებსა და ჩეკლისტებზე.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,გავეცანით სსმმ მოსწავლეთა მასალებს, ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი თვალით დანახული მოსწავლის ნაშრომი.

ტრენინგის მეექვსე დღე


დღევანდელ ტრენინგზე დავასრულეთ მე-3 მოდული და ვისაუბრეთ მე-4 მოდულზე. ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კოლაბორაციასა და კომუნიკაციას. განვიხილეთ როგორ დაეხმარება ინტერნეტის გამოყენება მოსწავლეებს 21-ე საუკუნისუნარ-ჩვევებისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში. დავათვალიერეთ და შევაფასეთ მოსწავლის ნამუშევრები და დავგეგმეთ ჩვენი პროექტისთვის მოსწავლის ნამუშევარი, ასევე ვისაუბრეთ გეგმაში პროცედურების გაწერაზე.ვისწავლეთ გუგლ დრაივის ვირტუალური სივრცის გამოყენება და ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა, საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო.




ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით სტანდარტებსა და რუბრიკებს. ვისაუბრეთ როგორ არის ეს ყველაფერი მოსწავლეზე ორიენტირებული, გავეცანით  საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მის შესახებ, ვისწავლეთ reviw ველის გამოყენება.ვისაუბრეთ უკუკავშირზე.

ტრენინგის მეოთხე დღე


 დღევანდელ ტრენინგზე შევამოწმეთ ჩვენი ნამუშევრები და გავაკეთეთ ჩასწორებები. ასევე გავეცანით შეფასების გეგმას და მის კატეგორიებს,ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ შეფასების მოკლე მონახაზი.